თეონა აქუბარდია - ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიის ავტორიტარიზმად ქცევა და ქვეყნის კრემლის გავლენის ქვეშ დაბრუნება

ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიის ავტორიტარიზმად ქცევა და კრემლის გავლენის ქვეშ საქართველოს დაბრუნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ვეტოში კონსტიტუციის 4 მუხლია მოყვანილი, რომელსაც „რუსული კანონის” ეწინააღმდეგება და ვენეციის კომისიის დასკვნის ორ ნაწილშიც კონსტიტუციის დარღვევაზეა საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც თითქოს „ქართული ოცნება“ ელოდებოდა, მაგრამ აბსოლუტურად შეგნებული ტყუილით იყო ეს ფორმა წარმოდგენილი, არ იქნება „ქართული ოცნების” უკან დახევის რეალური საფუძველი. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მათი მთავარი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიის ავტორიტარიზმად ქცევა და კრემლის გავლენის ქვეშ საქართველოს დაბრუნება. შესაბამისად, ის დავალება, რომელიც ივანიშვილს კრემლის მხრიდან აქვს მიღებული, როგორც ჩანს, ბოლომდე აპირებს რომ მიიყვანოს და ამ გზაზე წინააღმდეგობა აუცილებლად შეცვლის კრემლის დავალების შესრულების პროცესს, რომელსაც ივანიშვილი დღეს საქართველოში ახორციელებს”, - აღნიშნა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.

ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ამასთან, “ქართული ოცნება” აღნიშნულ დასკვნას გამოეხმაურა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის