ზურაბ ჩიკვილაძე - დედაქალაქის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 100%-ით დააფინანსებს

დედაქალაქის მერიის მიერ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის სრული დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის დიდი შეღავათი იქნება - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ის ამბობს, მიღებული გადაწყვეტილებით, ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის დაფინანსება 70 000 ლარის ნაცვლად 120 000 ლარი გახდება და შესაბამისად, ოპერაციის სრული, 100 %-იანი, ანაზღაურება მოხდება.

მისივე განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ტრანსპლანტაციის პროგრამა დადგენილი ტარიფის 70%-ით ფინანსდებოდა.

„ღვიძლის ტრანსპლანტაცია ეფექტიანი და ხშირად ერთადერთი რადიკალური მეთოდია ღვიძლით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ და ამ ოპერაციის სრული დაფინანსება შესაბამისი საჭიროების მქონე ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი შეღავათი იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ, რომლის კომენტარსაც საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება