კახა კალაძე - ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არ ვაჭრობს - ეს ყველამ კარგად იცოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ

რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? წარმოუდგენელია. რა განცხადებებსაც ვისმენთ დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა, შანტაჟი და მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის იმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ შესაძლო შემზღუდველი ზომების ამოქმედებას ეხებოდა.

თბილისის მერის თქმით, საქართველომ არაერთხელ დაუმტკიცა მეგობარ ქვეყნებს, რომ ის არის სანდო პარტნიორი მოკავშირეებისთვის.

„ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არ ვაჭრობს - ეს ყველამ კარგად იცოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს განცხადებები მეტყველებს, ჩვენთან მიმართებით, რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს. აღნიშნული რიტორიკა კატეგორიულად მიუღებელია. რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? იმისთვის, რომ საქართველოში ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კანონპროექტს იღებს? ამის გამო რა განცხადებებსაც ვისმენთ დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა, შანტაჟი, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. საქართველომ თავისი ქმედითი ნაბიჯებით დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება