კახა კალაძე - ყველა ქვეყანაში, რომელიც იცავს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კანონპროექტი იქნება მიღებული

ყველა ქვეყანაში, რომელიც იცავს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კანონპროექტი იქნება მიღებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, თურქეთი უცხოეთის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებას განიხილავს.

კალაძის თქმით, თურქეთი „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტს მიიღებს.

„თურქეთი არის ნატო-ს წევრი ქვეყანა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცით. კანონპროექტს, რომელზეც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ისინი დააინიციირებენ და იქნება მიღებული. ყველა ქვეყანაში, რომელიც იცავს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კანონპროექტი იქნება მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თურქეთი „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვას გეგმავს. კანონპროექტის თურქეთის პარლამენტისთვის წარდგენა 2024 წლის 1-ელ ივნისს იგეგმება. მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი საკანონმდებლო შესწორებას მოიცავს, რომელიც „შპიონაჟისა“ და „ჯაშუშობის“ განმარტებებს აფართოებს, ამასთან სისხლის სამართლის პასუხისგება შემოდის ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტებისთვის“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს