რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი

რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ქალმა, რომელიც მერიის დასუფთავების თანამშრომელია, განაცხადა, რომ ეტაპობრივად სკვერში 5 გასროლის ხმა გაიგონა.

მისი თქმით, ადგილზე მისულს ორი ადამიანის ცხედარი დახვდა, ერთი შუახნის ქალბატონის მეორე კი, შედარებით ახალგაზრდა ქალის.

თვითმხილველის თქმით, დედა-შვილს, ინგა ბეგაშვილს და მარიამ სოფრომაძეს, თან პატარა ბავშვი ახლდა, რომელიც შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.

რაც შეეხება უშუალოდ პირს, რომელმაც სავარაუდო გასროლა განახორციელა, თვითმხილველის თქმით, 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

„ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გოგოები გარბოდნენ შეშინებულები,რომლებიც ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით. ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, რომ მე წავიყვან-მეთქი. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს. თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა არ გარბოდა, ადგილზე იყო ისე ჩასვეს მანქანაში. პოლიციის მოსვლამდე ადგილზე იყო. მე არ დამინახავს, მაგრამ თქვეს, რომ ამ კაცს იარაღი ჰქონდა”, - აცხადებს თვითმხილველი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება