„საქართველოს ბანკისა“ და სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობით, დამატებით კიდევ 70-მდე ბიზნესი გაციფრულდება

„საქართველოს ბანკი“ სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიცირებული პროექტის - „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“-ის მხარდამჭერია.

ბანკის ინფორმაციით, ამჟამად, პროექტის მეოთხე ნაკადი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, სავაჭრო პალატა 70-მდე მეწარმისთვის უზრუნველყოფს, როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი - მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ- ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით.

ინფორმაციის თანახმად, პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები მონაწილეობენ, რომელთაც საკუთარი პროდუქციის ონლაინ გაყიდვა სურთ. მათ შორის არიან ბიზნესები როგორც თბილისიდან, ისე აჭარის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებიდან.

„მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება და ელექტრონული კომერციის განვითარება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ბიზნესებს ხელი მიუწვდებოდეთ ტექნოლოგიებზე, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს პასუხობს. ამ პროცესში ჩვენი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის და ტექნოლოგიური კომპანიის როლი მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ პროექტის მეოთხე ეტაპზე 70-მდე ბიზნესი გაციფრულდება და ჩაერთვება ონლაინ ვაჭრობაში. ეს როგორც მეწარმეობის, ისე, ზოგადად, ეკონომიკის სტიმულირებისთვის სასარგებლო ინიციატივაა, „საქართველოს ბანკი“ კი ამ ბიზნესებს ონლაინ გადახდების მისაღებად საჭირო უახლესი ტექნოლოგიური ხელსაწყოებით უზრუნველყოფს“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

მათივე ცნობით, პროექტში, ოთხი ნაკადის ფარგლებში, ჯამურად 300-მდე ბიზნესი გაციფრულდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება