ნინო თანდილაშვილი UN FAO-ს ევროპის რეგიონული კონფერენციის რიგით 34-ე სესიას დაესწრო

იტალიის რესპუბლიკის, ქალაქ რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) ევროპის რეგიონული კონფერენციის რიგით 34-ე სესია გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სესიაზე მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაბალი ემისიის და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების გაძლიერებაში ინოვაციებისა და დიგიტალიზაციის როლზე იმსჯელეს.

„ყურადღება გამახვილდა ცვლილებებისა და გამოწვევების დროს სოფლის მეურნეობის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და წყლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე, მათ შორის, გლობალური და რეგიონული სასურსათო უსაფრთხოების პერსპექტივებზე და სოფლის მეურნეობისა და კვების სისტემების ტრანსფორმაციაზე.

ევროპის რეგიონული კონფერენცია აერთიანებდა FAO-ს წევრ ქვეყნებს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან, ასევე, გაეროს ფონდის, პროგრამების და სპეციალიზებული სააგენტოების წარმომადგენლებს.

FAO-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ინიციატივის „ერთი ქვეყანა ერთი პრიორიტეტული პროდუქტი“ ფარგლებში, ქართულმა მხარემ ქართული ღვინო წარადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება