მაია წერეთელი - წელს შარშანდელთან შედარებით ჯავშნების მეტი რაოდენობა ფიქსირდება

წელს შარშანდელთან შედარებით ჯავშნების მეტი რაოდენობა ფიქსირდება, - ამის შესახებ Courtyard by Marriot Batumi-ის მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენელი, მაია წერეთელი წლევანდელ ტურისტულ სეზონთან დაკავშირები აცხადებს.

მისივე თქმით, პირდაპირი ფრენების გაზრდამ საქართველოს მეტი ვიზიტორის მიღების შესაძლებლობა მისცა, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც როგორც წესი არ ჩამოდიოდნენ საქართველოში.

„ბათუმის სიტუაციაზე რომ ვისაუბროთ, ჯავშნების სიტუაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წელს ჯავშნების მოლოდინი ბევრად უკეთესია ვიდრე გასულ წელს გვქონდა, იმიტომ რომ გასულ წელს ამავე დროისთვის არ იყო ამდენი დადასტურებული ჯავშანი რაც გვაქვს ახლა. შესაბამისად, ვინაიდან ფრენები დაემატა, ქვეყნების გაზრდის შესაძლებლობა მოგვეცა. ანუ იმ ქვეყნებიდან სტუმრების მიღების შესაძლებლობა, რომლებიც აქამდე არ ჩამოდიოდნენ საქართველოში.

შესაბამისად ესეც იმოქმედებს სტუმრების რაოდენობაზე. ქუთაისის აეროპორტში საკმაოდ ბევრი მიმართულება დაემატა ფრენების და ცხადია, ეს მოიყვანს მეტ სტუმარს. ასევე, აზიის ქვეყნების ბაზრები ემატება, რამდენადაც ვიცი საუდის არაბეთი ამატებს პირდაპირ ფრენებს. ასევე, ჩინეთთან საზღვარი თუ გაიხსნა მოსალოდნელია იქიდანაც ბევრი სტუმარი ჩამოვა. ვფიქრობ, ამ ზაფხულს დატვირთვა პრობლემა არ უნდა იყოს“,- აღნიშნა წერეთელმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები მთელი ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და საქართველოში არსებული ვითარება ჯავშნებზე არ იმოქმედებს.

„ასეთი ტიპის არეულობები, ევროპის მასშტაბით მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში, აქციები მთელ ევროპაშია. ჩვენ თავისუფალ გარემოში ვცხოვრობთ, ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ადამიანებს შესაძლებლობა რაღაც გააპროტესტონ, არამგონია, რომ ვინმე თავის დასვენებას გადადებს ამ აქციების გამო. იმედი მაქვს, ისედაც ყველაფერი მწყობრში ჩადგება და ჯანსაღ მდგომარეობას დაუბრუნდება. ცხადია რაღაც პატარა ტურბულენტობა შეიმჩნევა, მაგრამ ეს არ არის ისეთი სერიოზული რომ ჯავშნებზე და სეზონზე იმოქმედოს.

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, წელს იმაზე უკეთესი მოლოდინი გვაქვს ვიდრე გასულ წელს გვქონდა“,- დასძინა მაია წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება