გიორგი შენგელია - ტურისტული ნაკადების განსაკუთრებული მატებაა ისრაელიდან

წელს ტურისტული ნაკადი შარშანდელზე მეტია. გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია სიტუაცია. ამ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედა ფრენების დამატებამ და აღდგენამ, - ამის შესახებ კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის (GDM) გენერალური დირექტორი გიორგი შენგელია აცხადებს.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით ვიზიტორების მატება ისრაელიდან შეინიშნება, რადგან ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად იქცა.

"ჩვენ რომელ ქვეყნებზეც ვმუშაობთ, მაგალითად ისრაელიდან ძალიან მოიმატა ჩამომსვლელებმა. იქ მიმდინარე მოვლენებმა ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად იქცა, ამიტომ ისრაელიდან არის ძალიან დიდი მატება.

ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რაღაც პროფილის კლიენტებზე შესაძლოა მოქმედებს, რომელსაც სხვა პროფილის კლიენტურა ანაცვლებს. რეისები მაინც დატვირთული იყო იმ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენი კომპანია მუშაობს",- აღნიშნა შენგელიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად საქართველოს სასტუმროებმა გაზრდილი ფასი დააკორექტირონ.

"რაც შეეხება მიმდინარე ტურისტული სეზონის მოლოდინებს, ეს უფრო დამოკიდებულია იმაზე რამდენად დაბალანსდება მოთხოვნა მიწოდება. ახლა ივლისი-აგვისტოს ფასები საქართველოს სასტუმროების არნახულად მომატებულია და იმ შემთხვევაში თუ ეს არ დაკორექტირდება ჩვენი ბაზრებიდან შეიძლება შემცირება აღინიშნოს.

სხვა შემთხვევაში ვფიქრობ დადებითი ტენდენცია გაგრძელდება, საქართველო საკმაოდ მოთხოვნადია იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენი კომპანია ოპერირებს",- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია