საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის საჭირო პირობები ჯერ არ შესრულებულა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის საჭირო პირობები ჯერ არ შესრულებულა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებას გამოეხმაურა.

„საფრანგეთს მიაჩნია, რომ პირობები იმისთვის, რათა აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ამ პროცესზე რეალური გავლენა იქონიოს, ჯერ არ შესრულებულა“, - განაცხადა სტეფან სეჟურნემ.

სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური ან პოლიტიკური პოზიციონირების საკითხი არ არის, არამედ ორ სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის კუთხით არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტია, რათა სახელმწიფოებმა ერთმანეთის გვერდით მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრონ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება