დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა გამოაცხადა.

სუნაკმა აღნიშნა, რომ “ბევრი ჩვენგანისთვის მარტივია იმის მასშტაბის გააზრება თუ რა გამოვიარეთ”.

პრემიერ-მინისტრის თქმით, COVID-19-ის პანდემიამ და “ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის შედეგად ევროპაში ომის დაბრუნებამ” გავლენა იქონია გადასახადებზე. სუნაკმა აღნიშნა, რომ “ეკონომიკური სტაბილურობა ნებისმიერი წარმატების ქვაკუთხედია”.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ დაიბრალებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისმა მთავრობამ ყველაფერი სწორად გააკეთა, ის ამაყია იმით, თუ რას მიაღწიეს და რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი მომავალში. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობის პერიოდში “ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს” (NHS) რეკორდული დაფინანსება გადაეცა, ენერგეტიკული უსაფრთხოება “გარემოსდაცვით დოგმაზე” მაღლა დადგა და თავდაცვის სფეროს დაფინანსება გაიზარდა.

ცნობისთვის, სუნაკმა მანამდე მეფერე ჩარლზს 30 მაისს პარლამენტის დათხოვნის წინადადებით მიმართა, რომელმაც მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება