საელჩო - Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს ნიდერლანდების პოზიციას

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო აცხადებს, რომ "Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს“.

შესაბამის განცხადებას საქართველოში ნიდერლანდების საელჩო სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

ცნობისთვის, The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ. კერძოდ, FT-ის ცნობით, მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოდიან. ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვას მოიცავს.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება