ჯოზეფ ბორელი - ვენეციის კომისიამ მკაცრად ურჩია საქართველოს, გაიწვიოს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით - ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაცია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

“ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მკაცრად ურჩია საქართველოს, გაიწვიოს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით. [საქართველოს] ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების შენარჩუნების თვალსაზრისით”, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს. ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება