გია ვოლსკი - უკრაინიზაცია არის თემა, რომელიც აბსოლუტურად რეალურია - განა ეს დასავლეთის ქვეყნები სააკაშვილს არ უჭერდნენ მხარს, რომელმაც მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა და ამან შემდგომში ომამდე მიგვიყვანა?

შიშები გვაქვს და ამ შიშებით ვლაპარაკობთ - უკრაინიზაცია არის ის თემა, რომელიც აბსოლუტურად რეალურია და ის ჩვენ წინ დადგება, თუ ჩვენ დესტაბილიზაციისაგან თავს არ დავიცავთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელებს ჰგონიათ, რომ საქართველოს აქვს რესურსი, რომელიც რუსეთის ფედერაციას დააზიანებს, თუმცა ქვეყანა იმავე შეცდომის წინაშე დგას, რომელიც 2008 წლის ომამდე დაუშვა.

როგორც მან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, თანხა, რომელსაც დესტაბილიზაციის “მთავარი დირიჟორი განაგებს”, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს.

“ჩვენ გვაქვს შიში და ამ შიშს აქვს საფუძველი. უკრაინიზაცია არის ის თემა, რომელიც აბსოლუტურად რეალურია და ის ჩვენ წინ დადგება, თუ ჩვენ დესტაბილიზაციისაგან თავს არ დავიცავთ. ჩვენს თვალწინ დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობა იყო, აქედან გამომდინარე, ერთადერთს ვითხოვთ, რომ თანხა, რომელსაც ამ დესტაბილიზაციის მთავარი დირიჟორი განაგებს, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. ეს იმისთვის, რომ ვიღაცებმა ვეღარ გაბედონ ის, რაც აქამდე გაუბედავთ.

კავკასიის რეგიონში, ამერიკისთვის ყოველთვის ყველაზე სანდო პარტნიორი ვიყავით. მე იმ ოჯახებს დარდში არ დავეჯიბრები, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს ბრძოლებში, სადაც ჩვენ ამერიკელებთან ერთად მხარდამხარ ვიბრძოდით, მაგრამ არასოდეს არავის სურვილი არ გასჩენია, რომ მაგალითად, რომელიმე ვეტერანის ოჯახს დახმარებოდა. 2008 წლის ომამდეც განა ეს დასავლეთის ქვეყნები სააკაშვილს არ უჭერდნენ მხარს, რომელმაც მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა და შემდგომში ამან ომამდე მიგვიყვანა? მერე უკვე ბუშმა აღიარა, რომ აქ დიდი შეცდომა დაუშვეს, შემოუთვალა მიშას, რუსების მახეში გაებიო. დღეს მგონია, რომ იგივე შეცდომას ვუშვებთ. დასავლეთში ჰგონიათ, რომ საქართველოს აქვს ის რესურსი, რომელიც რუსეთის ფედერაციას დააზიანებს. ახალგაზრდებს მივმართავ - ვერ წარმოგიდგენიათ, რამდენად ცივსისხლიანი და საფრთხისშემცველი ვითარებაა ჩვენს გარშემო. შიშები გვაქვს და ამ შიშებით ვლაპარაკობთ. არ შეიძლება საქართველოში დესტაბილიზაციის ის ხარისხი, რაც შეიძლება გაუმჭვირვალობამ მოიტანოს”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება