ენტონი ბლინკენი ამერიკული იარაღის რუსეთზე ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებაზე - უკრაინას მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება

აშშ-ს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით თავდასხმებისთვის მხარი არ დაუჭერია, მაგრამ უკრაინას საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაკკოლიმ განაცხადა, რომ რუსული ძალები მთელ არტილერიას და რაკეტებს პირდაპირ უკრაინის საზღვარზე ათავსებენ, რომელსაც შემდეგ უკრაინელებზე თავდასხმისთვის იყენებენ.

”თუმცა, თქვენმა ადმინისტრაციამ და ჯეიკ სალივანმა შეზღუდეს იარაღის გამოყენება, რათა უკრაინამ ვერ შეძლოს თავის დაცვა და რუსეთისთვის საპასუხო ცეცხლის გახსნა”, - აღნიშნა მაკკოლიმ.

საპასუხოდ ბლინკენმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა გააერთიანა 50 ქვეყანა უკრაინის დასაცავად და მისთვის აუცილებელი იარაღის მიწოდების მიზნით.

"როცა საქმე ეხება უკრაინის ფარგლებს გარეთ თავდასხმების დაშვებას და მხარდაჭერას, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ უკრაინას მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება და მე მინდა დავრწმუნდე, რომ ის მიიღებს იმ აღჭურვილობას, რომელიც მას სჭირდება ეფექტური თავდაცვისთვის“, - აღნიშნა ბლინკენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს