Reuters - გერმანია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებისთვის მზადაა

გერმანია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებისთვის მზადაა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ვსაუბრობთ გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალზე და არა თავად აქტივებზე”, - განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავის მხრივ, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ გამოყენებული იქნება რუსეთის ფედერაციის აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის აქტივები „ხელშეუხებელი რჩება“.

„ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა სახელმწიფო იმუნიტეტი, დაცული იქნება“, - ციტირებს მას Reuters-ი.

ცნობისთვის, 24 -25 მაისს იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მინისტრები შეეცდებიან, რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება