მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე სცენის ჩამონგრევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა

მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე სცენის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ნუევო ლეონის შტატის გუბერნატორი, სამუელ გარსია ავრცელებს.

„ტრაგედია მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 5 ადამიანი, დაახლოებით 50-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, ხორხე ალვარეს მაინესი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნუევო ლეონის შტატის ქალაქ სან პედრო გარსა გარსიაში მხარდამჭერებს სცენიდან მიმართავდა, როდესაც სცენის სტრუქტურის ნაწილი ჩამოინგრა.

შემთხვევის შემდეგ მაინესი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი თქმით, საარჩევნო კამპანიას დროებით აჩერებს.

„კარგად ვარ და სახელმწიფო ორგანოებთან კონტაქტზე ვარ, რათა გავიგოთ რა მოხდა. ერთადერთი, რაც ახლა მნიშვნელოვანია, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებზე ზრუნვაა“, - განაცხადა მაინესმა.

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორის ცნობით, სცენის ნაწილის ჩამონგრევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება