სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლების მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით გაიმარჯვეს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რის შემდეგაც, თითქოსდა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ყალბი აქტების წარდგენის გზით, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხას - 12 368 ლარის ოდენობით.

„გარდა აღნიშნულისა, ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული ოთხი კომპანიის სახელით გაწერეს 1 303 593 ლარის ღირებულების, თითქოსდა მომსახურების გაწევის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც, შეიქმნეს 198 853 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესამცირებლად.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე, 180-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-იდან 9 წლამდე ვადით“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება