ნორვეგია რუს ტურისტებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

ნორვეგია რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ამკაცრებს, - ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.

„რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ტურისტული და სხვა არააუცილებელი მიზნით ჩადიან, ნორვეგიაში შესვლა აეკრძალებათ", - ნათქვამია აღნიშნულია ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„შესვლის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება თანხვედრაშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულ ომზე რეაგირებაში მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით დგომის მიმართ ნორვეგიის მიდგომასთან“, - აცხადებს ნორვეგიის იუსტიციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი ემილი ენგერ მეჰლი.

ახალი წესები 29 მაისიდან ამოქმედდება და შეზღუდვა ვრცელდება როგორც მათზე, ვისაც ნორვეგიის მიერ გაცემული ვიზა აქვს, ასევე შენგენის ზონის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებს.

ამასთან, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მათთვის, ვინც რუსეთში მცხოვრები ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სწავლისთვის მიდის.

„ნორვეგიის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება სიტუაციას საზღვარზე და სტორსკოგის სასაზღვრო პუნქტზე და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ზომები მიიღოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს