სახალხო დამცველი წინასაარჩევნო საკითხებზე ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეუთო/ოდირის საარჩევნო დეპარტამენტის უფროსს მეგან ფიცჯერალდს, დეპარტამენტის მრჩეველს და ადგილობრივ კოორდინატორს ქსენია დაშუცინას, ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების უფროს მრჩეველს ვლადიმერ მისევს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელს ტიმ კნობლაუს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და საარჩევნო გარემოს შეფასების საჭიროებაზე ისაუბრეს.

„სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის მანდატიდან გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდსა და უშუალოდ არჩევნების დღეს მუშაობის პრაქტიკა გააცნო; ხაზი გაუსვა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, რათა არცერთი უფლებადარღვევის ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე.

განიხილეს ასევე, საკანონმდებლო ჩარჩო და ელექტრონული ტექნოლოგია, რომლითაც საქართველოში არჩევნები პირველად ტარდება.

სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირს წლების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის, ასევე, იმ მოსაზრებებისა და დასკვნებისთვის, რომლებსაც ორგანიზაცია სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ამზადებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება