ემანუელ მაკრონი - ჩემი სურვილი ახალ კალედონიაში მშვიდობის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა

ჩემი სურვილი ახალ კალედონიაში მშვიდობის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ კალედონიაში ჩასვლისას განაცხადა.

„ჩემი სურვილი, ისევე როგორც ჩემი მინისტრებისა და მთავრობის სურვილი, ხალხის გვერდით ყოფნა და მშვიდობის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ ლიდერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს მოლაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა აღარ უნდა გაგრძელდეს და საფრანგეთის უსაფრთხოების ძალები ახალ კალედონიაში იქამდე დარჩებიან, სანამ ამის საჭიროება იქნება.

„უახლოეს საათებსა და დღეებში იქ, სადაც საჭიროა, ახალი ფართომასშტაბიანი ოპერაციები განხორციელდება და სრული რესპუბლიკური წესრიგი აღდგება, რადგან სხვა არჩევანი არ არის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, არეულობა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში, სადაც 270 000 ადამიანი ცხოვრობს, მას შემდეგ დაიწყო, რაც, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ხმის მიცემის უფლების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილებები საფრანგეთის მოქალაქეებს, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ახალ კალედონიაში ცხოვრობენ, პროვინციულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს. ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერი შიშობს, რომ ეს ცვლილება მკვიდრი მოსახლეობის ხმების წილს შეამცირებს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა გასულ ოთხშაბათს ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. არეულობის შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა, ხოლო 280-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო