საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია კიევში ჩავიდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდი, სავალუტო ფონდის ევროპის დეპარტამენტის დირექტორის, ალფრედ კამერის ხელმძღვანელობით, კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინაში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ვაჰრამ სტეპანიანის განცადებით, შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდება იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც უკრაინის ეკონომიკა აღმოჩნდა და ასევე მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებზე.

„ამ შეხვედრების შემდეგ, 27 მაისიდან, სავალუტო ფონდის მისია, გევინ გრეის ხელმძღვანელობით, ვარშავაში დაიწყებს დისკუსიებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეოთხე მიმოხილვის კონტექსტში ეკონომიკურ ზომებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვაჰრამ სტეპანიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება