Politico - ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ვიზიტის დროს ნატო-ს რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიმდინარე თვეში საფრანგეთში ჩავა, შემდეგ კი იტალიაში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას დაესწრება, - ინფორმაციას Politico სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინის პრეზიდენტის განრიგი ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ამ ვიზიტებს იმისთვის გამოიყენებს, რომ ითხოვოს დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა და ნატო-ს მიერ რუსული რაკეტების ჩამოგდება, როგორც ეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ გააკეთეს, როდესაც ირანი თავს დაესხა ისრაელს.

ვიზიტების დროს, ზელენსკი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ასევე სთხოვს რუსული აქტივების კონფისკაციას, უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციის დაფინანსებისთვის გამოყენების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს განიხილავენ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც 13-15 ივნისს იტალიაში გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს