გორის მერია - გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გაბრიელ გვერდწითელის ქუჩის მოწყობა დასრულდა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გაბრიელ გვერდწითელის ქუჩის მოწყობა დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით რეაბილიტირდა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მოეწყო საგზაო მოძრაობის ნიშნები.

„ერთ კილომეტრამდე სიგრძის ქუჩა ერთმანეთს ცხინვალის გზატკეცილსა და ნადირაძის ქუჩას აკავშირებს.

დღემდე ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩებზე მოხვედრა, მხოლოდ ტყვიავის ქუჩის გავლით შესაძლებელი იყო. ორივე ქუჩაზე წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილია კონცენტრირებული.

პროექტი ცხინვალის გზატკეცილსა და ტყვიავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით განხორციელდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს