დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსკოვში დაკავებულ Wall Street Journal-ის რეპორტიორს ვლადიმერ პუტინი მისი თხოვნით გაათავისუფლებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსკოვში დაკავებულ Wall Street Journal-ის რეპორტიორს ვლადიმერ პუტინი მისი თხოვნით გაათავისუფლებს.

როგორც ტრამპი აცხადებს, ამერიკელი რეპორტიორი ოჯახს მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლის და ის პრეზიდენტი გახდება.

„ევან გერშკოვიჩს, Wall Street Journal-ის რეპორტიორს, რომელიც რუსეთის მიერ არის დაკავებული, არჩევნების შემდეგ თითქმის მაშინვე გაათავისუფლებენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა იქამდე, სანამ თანამდებობას დავიკავებ. ის სახლში, უსაფრთხოდ და ოჯახთან ერთად იქნება“, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

„რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამას ჩემთვის გააკეთებს, მაგრამ სხვა არავისთვის და ჩვენ არაფერს გადავიხდით“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ევან გერშკოვიჩი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავა. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Wall Street Journal-ის რეპორტიორი წინასწარ პატიმრობაში 30 ივნისამდე დარჩება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება