გლდანის რაიონში ბმა-ს პროგრამით წყალარინების ქსელი რამდენიმე მისამართზე იცვლება

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ამჟამად, 23 მისამართზე დასრულდა, სამ მისამართზე - მიმდინარეობს.

„მათ შორის, სამუშაოები III ა მიკრორაიონის N15ა კორპუსში, ექვსივე სადარბაზოში ხორციელდება, სადაც, ქსელი დაახლოებით, 421 გრძივ მეტრზე იცვლება და აღნიშნულისთვის 102 587 ლარი დაიხარჯება.

ასევე, სამუშაოები მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N35 კორპუსთან მიმდინარეობს, სადაც შიდა და გარე ქსელი რვავე სადარბაზოში დაახლოებით, 755 გრძივ მეტრზე იცვლება და აღნიშნულისთვის 195 730 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება