გიორგი ბარამიძე ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ბარამიძემ მაიკ ტერნერს მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდამჭერისთვის.

„მათ ისაუბრეს შემდგომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საკითხებზე, რომელიც ჩატარდება 24-27 მაისს ბულგარეთში და სადაც მოლოდინი არის, რომ საუბარი იქნება ე.წ უცხოელ აგენტების კანონზე და მის უარყოფით გავლენაზე საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ასევე ისაუბრეს ჰელსინკის კომისიის მიერ დაინიციერებული MEGOBARI Act-სა და მის საჭიროებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გიორგი ბარამიძემ და მაიკ ტერნერმა ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაძლიერების მექანიზმებზე და ბერკეტებზე, „რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ იყენებს“.

„ტერნერი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რესპუბლიკელი საგარეო მიმართულებით. 2014-2016 წლებში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. დღემდე, აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ სუვერენიტეტს საერთაშორისო ფორმატებში. 22 მაისს, გიორგი ბარამიძე ასევე კონგრესში სადაზვერვო კომიტეტის აპარატს შეხვდა და შესთავაზა კონგრესმენების აპარატების ვიზიტი საქართველოში, რომ კარგად შეისწავლონ დღევანდელი ვითარება. ასევე შეხვდა ჯონ ჰერბსტს (John Herbst), ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი და ყოფილი ამერიკის ელჩი უკრაინაში და უზბეკეთში, ვისთანაც ისაუბრა ე.წ. “ოფშორულ კანონზე” და სანქციების რისკებზე. პარტიის პოლიტიკურ მდივანს ასევე შეხვედრა ჰქონდა ჯეიმსტოუნ ფონდთან, სადაც განიხილეს რუსული გავლენები საქართველოს შიდა მოვლენებზე.”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია