იუსტიციის მინისტრი ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან პოლიტიკური მიზეზით გადადგომაზე დასმულ კითხვაზე - არ არსებობს ასეთი მიზეზი და რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი?!

რაც შეეხება შოთაძის გადადგომის ფაქტს, ბატონმა ირაკლიმ, თავად გააკეთა განცხადება, რომ მისი გადადგომა უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ.

ბრეგაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ირაკლი შოთაძეს პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს.

„აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ბატონი ირაკლი არის ერთ-ერთი გამოჩენილი, მაღალი დონის პროფესიონალი დანამდვილებით დიდი შენაძენი საქართველოს პროკურატურისთვის. ჩემთვის პირადად, ნამდვილად სამწუხაროა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საკუთარი საქმიანობის შეწყვეტა. პირველ რიგში, მინდა ვუსურვო გამოჯანმრთელება და ასევე, რა თქმა უნდა, შემდგომი წარმატებები, როგორც პირად, ასევე სამსახურებრივ საქმიანობაში“-განაცხადა ბრეგაძემ

მან უპასუხა დამაზუსტებელ კითხვას, შოთაძის პოსტიდან წასვლის მიზეზად, არის თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად პოლიტიკური მიზეზიც.

„გიპასუხეთ უკვე, არ არსებობს და რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი?! ადამიანმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს საკუთარი საქმიანობის შეწყვეტა და ესეც მიუთითებს იმ მაღალ პასუხისმგებლობაზე, რომლითაც განმსჭვალული არის ბატონი შოთაძე საკუთარი საქმიანობის მიმართ. მან აღნიშნა, საკუთარ განცხადებაში, რომ მისი მკურნალობა შესაძლებელია რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს და ამ ვითარებაში მას წარმოუდგენლად მიაჩნია საკუთარი საქმიანობის გაგრძელება. ეს არის და ეს”, - განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება