იუსტიციის მინისტრი - სააკაშვილთან დაკავშირებული რამდენიმე მილიონდოლარიანი კამპანია წარმოებდა და ალბათ, წარმოებს კიდეც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - ეს ყველაფერი ფაქტებით დადასტურდა!

რამდენიმე მილიონდოლარიანი კამპანია წარმოებდა და ალბათ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებს კიდეც, რაც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა - ეს ყველაფერი ფაქტებით დადასტურდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე მტკიცებით, როდესაც მათ მყარი სამართლებრივი არგუმენტები აქვთ, მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ და მხოლოდ „პოლიტიკურ აღქმებს უპირისპირებს“.

„რამდენიმე მილიონდოლარიანი კამპანია წარმოებდა და ალბათ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებს კიდეც, რაც უშუალოდ სააკაშვილს უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი ფაქტებით დადასტურდა. პირველი ფაქტი „ფარას“ მეშვეობით გამოქვეყნდა და ყველამ ნახა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს და მის მომხრეებს თანხები გადახდილი ჰქონდათ და რისთვის? - იმისთვის, რომ სტრატეგია შემუშავებულიყო, რომლითაც შეეცდებოდნენ, კონგრესმენები დაერწმუნებინათ, რომ ქართული სახელმწიფო დაესანქცირებინათ. აი, ხომ წარმოგიდგენიათ, ადამიანებს რაში ჰქონდათ ფული გადახდილი! თან ოფიციალურად. მთელი ეს მიზანმიმართული და დეზინფორმაციული კამპანია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გაგრძელდა, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუცია გამოქვეყნდა. მე მაშინაც ვთქვი, რომ მინიმუმ ერთ-ერთი პუნქტი მთელი ამ რეზოლუციიდან, სრულად რეალობას აცდენილი იყო და რატომ? - იმიტომ, რომ ამ რეზოლუციის გამოცემამდე ერთი კვირით ადრე, თავად სააკაშვილს მისი ადვოკატის მეშვეობით მიმართული ჰქონდა სტრასბურგის სასამართლოსთვის და მისი სარჩელის გახმობა მოითხოვა, თან მიუთითებდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ იყო, ხოლო ერთი კვირის შემდგომ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ჩვენ ვნახეთ ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის გათავისუფლებას ჰუმანიტარული მოტივით ითხოვდნენ. აი, სრული შეუსაბამობა იყო, მინიმუმ ლოგიკური აცდენა.

მთელ რიგ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს მყარი სამართლებრივი არგუმენტები, მოწინააღმდეგე მხარე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ აღქმებს გვიპირისპირებს, რასაც სამართალთან და სამართლიანობასთან საერთო არაფერი აქვს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება