მინისტრი - სახელმწიფოს, რომელსაც აქვს რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, მიიწევს წინ ნატო-სა და ევროკავშირისკენ, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ლეგიტიმური გზებით მოაგროვოს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული უცხოური გავლენის შესახებ

სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც არის ოკუპირებული, რომელსაც აქვს რთული გეოპოლიტიკური ვითარება და რომელიც, ამ ყველაფრის მიუხედავად, მიიწევს წინ ნატო-სა და ევროკავშირისკენ, ნამდვილად უნდა ჰქონდეს იმის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომ ლეგიტიმური გზებით მოაგროვოს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული უცხოური გავლენის შესახებ და გაუზიაროს საზოგადოებას,- ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და შესაძლო საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ბრეგაძის თქმით, მედიის წარმომადგენლები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც ამგვარ ხასიათში სვამდნენ კითხვას, თუმცა ქვეყანამ საბოლოოდ სტატუსი მიიღო. იუსტიციის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლასაც შეძლებს.

„რაც შეეხება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განმარტება გაკეთდა მმართველი გუნდის მხრიდან და ერთადერთი, რასაც ამ სიტუაციაში დავამატებდი არის ის, რომ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც არის ოკუპირებული, რომელსაც აქვს რთული გეოპოლიტიკური ვითარება და რომელიც, ამ ყველაფრის მიუხედავად, მიიწევს წინ ნატო-სა და ევროკავშირისკენ, ნამდვილად უნდა ჰქონდეს იმის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომ ლეგიტიმური გზებით მოაგროვოს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული უცხოური გავლენის შესახებ და გაუზიაროს საზოგადოებას.

საქართველოს აქვს სრული უფლებამოსილება იმის, რომ ჰქონდეს ინფორმაცია მოპოვებული ლეგალური და კანონიერი გზებით, იმის შესახებ, თუ რა სახის უცხოური გავლენები არსებობს სახელმწიფოში და გაუზიაროს ეს ინფორმაცია ჩვენს მოსახლეობას. მე ვიცი, თქვენ [მედიის ნაწილი] როგორ ქომაგობდით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ხშირად ისმებოდა კითხვები, რომ არ მიენიჭებოდა, თქვენ საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსიო და ა.შ. და ხშირად გპასუხობდით, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ასეც მოხდა. ახლაც მინდა გაგიმეოროთ იგივე, რომ საქართველო აუცილებლად გადავა მოლაპარაკების შემდგომ ეტაპზე და მჯერა, რომ მათ შორის თქვენთან ერთადაც ამ წარმატებას გავიზიარებთ“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება კანონის აღსრულების ნაწილს, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ კანონის მიხედვით მინისტრი მიიღებს კონკრეტულად გაწერილი წესების მქონე ინსტრუქციას, რაც საჯარო იქნება.

„მას შემდეგ რაც კანონი შევა ძალაში, გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც კანონით არის გათვალისწინებული, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს მიერ. კანონის მიხედვით, უნდა იყოს მიღებული მინისტრის ინსტრუქცია, და შემდგომში ამ ინსტრუქციაში გაწერილი იქნება წესები ძალიან დეტალურად და ყველას, მათ შორის, თქვენც გექნებათ საშუალება, რომ იხილოთ ეს ინსტრუქცია საჯაროდ”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის