ლევან ხაბეიშვილი - ჩვენს ყველა მეგობარს, სტრატეგიულ პარტნიორს აწუხებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური დამოკიდებულება

ლატვიელი ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი ჩვენი ქვეყნის გულმხურვალე მხარდამჭერია. ჩვენი შეხვედრის დიდი ნაწილი შეეხებოდა საქართველოს ხელისუფლებაზე კრემლის გავლენას. ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, წუხილი აქვთ ხელისუფლების ანტიდასავლური საქმიანობის გამო, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც ლატვიელ ევროპარლამენტარ ანსის პუპოლსის შეხვდა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ჩვენს ყველა მეგობარს, სტრატეგიულ პარტნიორს აწუხებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური დამოკიდებულება.

“ისინი წუხან, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება. ისინი წუხან, რომ საქართველოს ხელისუფლება ივანიშვილისა და მისი კრიმინალური ხელისუფლების ხელით უარს ამბობს ევროკავშირზე.

ლატვიელი ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი ჩვენი ქვეყნის გულმხურვალე მხარდამჭერია. ჩვენი შეხვედრის დიდი ნაწილი შეეხებოდა საქართველოს ხელისუფლებაზე კრემლის გავლენას. ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, წუხილი აქვთ ხელისუფლების ანტიდასავლურ საქმიანობაზე.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ მეგობრებთან კომუნიკაციას, საუბარს, რომ მათ მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ. საქართველოს მოქალაქეები კი ყოველდღიურად გრძნობენ იმ მხარდაჭერას, რომელიც მოდის ჩვენი პარტნიორების მხრიდან”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება