ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს დიდ პალატას საჩივრით მივმართავთ - არსებობს პრაქტიკა, როცა დიდ პალატას გადაწყვეტილება მომჩივანის სასარგებლოდ შეუცვლია

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, დაცვის მხარე ევროკონვენციით დადგენილ ვადაში, ევროსასამართლოს დიდ პალატას საჩივრით მიმართავს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

ადვოკატს იმედი აქვს, რომ ევროსასამართლოს დიდი პალატა მათ არგუმენტებს გაითვალისწინებს.

ამასთან, ბასილაიამ ბრიფინგზე განმარტა, რატომ არ იმსჯელა ევროსასამართლომ მე-18 მუხლზე. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მეექვსე და მეშვიდე მუხლებზე დაცვის მხარის სარჩელი უარყო.

“სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია საკმარისად არ მიიჩნია და დარღვევა არ დაადგინა. თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ორმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სარჩელი იყო დასაბუთებული და ჩვენი მოთხოვნები იყო კანონიერი, ევროკონვენციასთან შესაბამისი. ამ მოსამართლეებიდან ერთ-ერთი არის ამ სექციის, რომელიც ამ საქმეზე მსჯელობდა, პრეზიდენტი და საერთოდ, ევროსასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი. იმ მომენტისთვის, როდესაც საქმეს განიხილავდნენ, ეს თანამდებობები ეკავა. შესაბამისად, ფაქტია, რომ ჩვენი სარჩელი იურიდიულად გამართულია, როგორც ფორმალური თვალსაზრისით, ისე შინაარსობრივად. ჩვენ ღრმად ვართ იმაში დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მოტივაციით დევნილი, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამავე დროს, მას მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებისთვის, რაც კანონით დანაშაულად არ არის მიჩნეული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ევროკონვენციით დადგენილ ვადაში, მივმართავთ ევროსასამართლოს დიდ პალატას საჩივრით. არსებობს პრაქტიკა, როდესაც დიდ პალატას შეუცვლია გადაწყვეტილება მომჩივანის სასარგებლოდ. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი არგუმენტები იქნება გათვალისწინებული. ვინაიდან შეწყალების პრეროგატივის გამოყენების გამო პრეზიდენტის მსჯავრდება არის არაკანონიერი ქმედება. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დაცვის უფლება არსებითად ირღვეოდა და ეს დარღვევები განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივაციით, რასაც მე-18 მუხლის დარღვევასთან გავყავართ.

სასამართლო ამბობს, რომ არსებობს ეჭვი მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის, პოლიტიკური მოტივაციის შესახებ, თუმცა რადგან მეექვსე და მეშვიდე მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ ჩვენი სარჩელი უარყო, ამიტომ არ იმსჯელა მე-18 მუხლზე”,- განაცხადა ადვოკატმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო