საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდნენ. შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და იმ მექანიზმებზე ისაუბრეს, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის" წევრის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეუთო/ოდირი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს ყურადღებით დააკვირდება.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რადგან არჩევნები ფაქტობრივად ავტორიტარიზმის რეჟიმის პირობებში ჩატარდება. შეხვედრაზე არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ გვისაუბრია და ეს უკვე შემდგომი შეფასების საგანი იქნება", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუციების ხელმძღვანელების მხრიდან ასეთი შეხვედრების სიხშირე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მარტო არ არის.

„საერთაშორისო საზოგადოება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესის მხარდამჭერია და იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება, ძალიან სერიოზულად ადევნებენ თვალყურს.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ „რუსულ კანონზე". ცნობილია, რომ ოდირის მხრიდან ჯერ კიდევ წინა წელს იყო წარმოდგენილი დეტალური ანალიზი, რომ აღნიშნული კანონი არა მხოლოდ ევროპულ, არამედ საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შეუსაბამობაშია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ: ხატია დეკანოიძე, ჰერმან საბო, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე და ანა ნაცვლიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება