ყაზახის რაიონის ოთხი სოფელი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლის ქვეშ გადავიდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სომხეთის საზღვარზე ყაზახის რაიონის ოთხი სოფლის ტერიტორიაზე კონტროლი დააწესა, - ინფორმაციას მედია საშუალებები აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, შაჰინ მუსტაფაევის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კონტროლის ქვეშა მოექცა ყაზახის რაიონის სოფლების: ბაგანის აირიმის, აშაგი-ასკიფარას, ჰეირიმლის და კიზილ ჰაჯილის ტერიტორია“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანისთვის 6.5 კვადრატული კილომეტრი ფართობის ოთხი სოფლის ტერიტორიის დაბრუნება 12.7 კმ სიგრძის სასაზღვრო ხაზის დელიმიტაციაზე მუშაობის შედეგად განისაზღვრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება