ზურაბ ჭიაბერაშვილი - მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ წევრებს, გაემიჯნონ ივანიშვილს, კობახიძეს - თხოვნაა, ნუ გააგრძელებენ საქართველოს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეყვანას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვუწოდებთ “ქართული ოცნების“ უკლებლივ ყველა წევრს, დროზე გაემიჯნონ ივანიშვილს, კობახიძეს, ეს არაფერს კარგს არც მათ და სამწუხაროდ არც ქვეყანას არ მოუტანს. ამიტომ თხოვნა არის როგორც ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, ისე მთელი საქართველოსი, რომ ნუ გააგრძელებენ საქართველოს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეყვანას და სამშაბათამდე არის დრო ყველასთვის, რომ დაფიქრდეს რამდენად კრიტიკულია ეს მომენტი საქართველოსთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ქართული ოცნების“ სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე არის ძალიან სერიოზულად და ჩიხში, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა, ამ ჩიხში შეიყვანა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა.

„მთელმა საქართველომ უკვე გაიგო იმ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა. საქმე არის ძალიან სერიოზულად და ჩიხში, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა და მასთან ერთად მისი მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები ამ ჩიხში შეიყვანა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა.

პირველ რიგში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მადლობას უხდის ქართველ ხალხს, რადგან ბატონმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯებს შეერთებული შტატები დგამს და გადადგამს სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამო. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათ სურთ დემოკრატია, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ეროვნული მიზნებით მოქმედი ხელისუფლება და რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა. მსოფლიოში, სამწუხაროდ, არსებობენ ავტორიტარული რეჟიმები, არადემოკრატიული რეჟიმები, მაგრამ ყველას შეერთებული შტატები არ უწესებს სანქციებს. სანქციები უწესდება მხოლოდ ისეთ რეჟიმებს, სადაც მკაფიოდ ჩანს ხალხის ნება და არსებული რეჟიმი მკვეთრად უპირისპირდება ხალხის ნებას. სწორედ ეს არის ხაზგასმული ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის მიზეზი თუ რატომაც შეერთებული შტატები გადადგამს ნაბიჯს სანქციების მიმართულებით. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენი მეგობრებისთვის ეს არ იყო ადვილად მისაღები გადაწყვეტილება, რადგან არავის არ სურს საქართველო იხილოს დასავლეთისგან იზოლირებული და ავტორიტარული ქვეყანა, როგორც ეს ივანიშვილმა 29 აპრილს დააანონსა და ივანიშვილის 29 აპრილის განცხადება აღმოჩნდა წყალგამყოფი ხაზი, რამაც ჩვენს მეგობრებს აფიქრებინა, რომ ახლა გადამწყვეტი ქმედებების დროა, ამიტომ მადლობა ეკუთვნის, პირველ რიგში, ქართველ ხალხს და მადლობა ეკუთვნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ისინი არ ტოვებენ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ ისტორიულ ბრძოლაში.

ახლა ამ განცხადებიდან მინდა ყურადღება მივაპყრო რამდენიმე ელემენტს; პირველი ეს არის ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებულიო წერია განცხადებაში, ანუ არავინ და არაფერია დავიწყებული თუ რა ჩაიდინა ამ წლების განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ”. მეორეს მხრივ, აშშ გამოსავალს უტოვებს “ქართული ოცნების” დღესაც მოქმედ ჩინოსნებს, მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ თუ არ გადაილახება ვეტო, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ არ მოხდეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი მეგობრებისგან, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს რუსული რეჟიმის მსახურების და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობას, იგულისხმება ფინანსური სანქციებიც და სავიზო შეზღუდვებიც.

სამშაბათამდე, ვიდრე ივანიშვილის და კობახიძის დავალებით დააპირებენ ვეტოს გადალახვას, ყველას აქვს შანსი, რომ გადაირჩინოს თავიც და ქვეყანას ააცილოს ის ესკალაცია, რისკენაც სამწუხაროდ ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არიამ ისინი, ვინც დღემდე მოიყვანა ქვეყანა, ისინი ვინც ამის შემდგომ არჩევნებამდე აპირებენ ისევ და ისევ იძალადონ ქართველი ხალხის ნებაზე, ან ვინც დააპირებს ამის გაკეთებას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული და კრიტიკული მომენტი და ჩვენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვუწოდებთ “ქართული ოცნების“ უკლებლივ ყველა წევრს, დროზე გაემიჯნონ ივანიშვილს, დროზე გაემიჯნონ კობახიძეს, ეს არაფერს კარგს არც მათ და სამწუხაროდ არც ქვეყანას არ მოუტანს. ამიტომ თხოვნა არის ჩვენი მეგობრების, თხოვნა არის მთელი საქართველოსი, რომ ნუ გააგრძელებენ საქართველოს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეყვანას და სამშაბათამდე არის დრო ყველასთვის, რომ დაფიქრდეს რამდენად კრიტიკულია ეს მომენტი საქართველოსთვის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო