პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - რას ეტყვით თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს, ჩვენმა პარტნიორმა აშშ-მ იმიტომ დაგავსანქცირა, რომ სუვერენიტეტს ვიცავდითო? - დროზე შეწყვიტეთ ეს სიგიჟე და ღალატი!

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მიერ უკვე მიღებული სანქციების ფონზე, თქვენთვისვე სწორი იქნება არ დაიძლიოს ვეტო და დაიწყოთ ფიქრი იმაზე თუ სად მიგიყვანათ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკამ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის წევრებს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ „სიგიჟე და ღალატი".

„ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მიერ უკვე მიღებული სანქციების ფონზე, თქვენთვისვე სწორი იქნება არ დაიძლიოს ვეტო და დაიწყოთ ფიქრი იმაზე თუ სად მიგიყვანათ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკამ.

რას ეტყვით თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს, ჩვენმა პარტნიორმა აშშ-მ იმიტომ დაგავსანქცირა რომ სუვერენიტეტს ვიცავდითო? ხალხო, მართლა სადამდე მიხვედით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და თქვენს შვილებსაც კი ატყუებთ, რომ საქართველოს იცავთ ამერიკისგან და ევროპისგან.

უბრალოდ დაფიქრდით იმისთვის, რომ რაღაც სკამი და თანამდებობა შეინარჩუნოთ იმეორებთ სიგიჟეს, რომ ამერიკა და ევროპა საქართველოს მტერია და რუსეთი მოყვარე. ვინ გამოდიხართ ხალხო, რას აკეთებთ?! რას გავხართ, მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა. დროზე შეწყვიტეთ ეს სიგიჟე და ღალატი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება