აკია ბარბაქაძე - დიდი ხანია გვესმის „გლობალური ომის პარტიების“ ძახილი, ეს არის იმ არასწორი, დამღუპველი, მოღალატეობრივი ქმედების შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს - „ქართული ოცნების“ ლიდერები რეალობას მოწყვეტილები არიან

დიდი ხანია გვესმის „გლობალური ომის პარტიების“ ძახილი, ეს არის იმ არასწორი ქმედებების, იმ დამღუპველი, მოღალატეობრივი ქმედების შედეგი, რომელსაც ეს ხელისუფლება ატარებს, - ასე შეაფასა პარტია „რუსთაველის გზის“ ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომლის თანახმად, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.

აკია ბარბაქაძის განცხადებით, ხელისუფლებას დიალოგის, აზროვნების უნარი დაკარგული აქვს და „ქართული ოცნების“ ლიდერები მოწყვეტილი არიან რეალობას.

„რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, რომ სანქციებით ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა. ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს და ჩვენ აუცილებლად შეცვლით! ხელისუფლება გაჯიუტებულია, ეს აღარ არის უკვე შეცდომა. ვხედავთ, რომ ის მიდგომები, განცხადებები, რომლებსაც ისინი აკეთებენ, ეს კიდევ უფრო ესკალაციას გამოიწვევს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე ცივილიზებულ მსოფლიოსთან. ჩვენს ხელისუფლებას დიალოგისა და აზროვნების უნარი დაკარგული აქვს, ისინი მოწყვეტილი არიან რეალობას. ხელისუფლება ამ ქმედებებით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალს ღუპავს“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს