პაატა დავითაია - სანქციებთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენის განცხადება არის ღია მესიჯი, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარს უჭერს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება არის ღია მესიჯი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარს უჭერს.

როგორც დავითაია ფიქრობს, სავიზო შეზღუდვები მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელსაც სხვა გადაწყვეტილებებიც მოჰყვება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რასაც ჩვენი მთავარი პარტნიორი აშშ დგამს. ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, ეს არის ღია მესიჯი - ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ამ ფონზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები, ვინც ხელს უშლიან ქართველი ხალხის სწრაფვას, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას, საუბარია ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ყველას მიმართ დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სანქციები, საუბარია ვიზასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნაზე, ეს არის ფინანსური სანქციები, ამას მოჰყვება შემდგომი ნაბიჯებიც“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან