თაკო ჩარკვიანი - საქართველოში რუსმა მაღალჩინოსანმა შემოიტანა და დევს პაკეტი, რომლის თანახმად, რუსეთი თითქოს მზადაა, სამაჩაბლო და აფხაზეთი დააბრუნოს - სინამდვილეში, მიზანია მოხდეს საქართველოს ანექსია

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, საქართველოში რუსმა მაღალჩინოსანმა შემოიტანა პაკეტი, რომლის თანახმად, რუსეთი თითქოს მზადაა, სამაჩაბლო და აფხაზეთი დააბრუნოს.

სინამდვილეში, როგორც ჩარკვიანი ჟურნალისტებთან აცხადებს, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ანექსიას გულისხმობს.

“ორი დღის წინ დავწერე, რომ საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის უმაღლესი პროპაგანდისტი. სინამდვილეში მაღალჩინოსანი იყო, რომელიც შემოიყვანეს ძალიან ჩუმად. 1% იმედს ვიტოვებდი, რომ შეიძლება რაღაც კარგისთვის იყო შემოსული და ეთქვა ამ ხელისუფლებას, რომ ისეთი რაოდენობის ხალხია გარეთ, რომ უკან გავიწვევთ კანონსო. აღმოჩნდა რა - რუსეთის მიერ უკვე შემოტანილია და უკვე დევს პაკეტი, რომელიც მიაწოდეს ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში გაჟღერდება - ეს გახლავთ სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაბრუნების თემა, რომლის შემოგდებაც უნდათ საზოგადოებისთვის სატყუარასავით, თითქოს რუსეთი მზადაა, დააბრუნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი. სინამდვილეში რა არის - არ მეგულება ჯანმრთელი მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამ სისულელეში შეჰყვება ხელისუფლებას. ჩვენი ტერიტორიები, აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია. ისმის კითხვა - დაბრუნების შემთხვევაში საბჭოთა კავშირის აღდგენის პირობებში, რუსეთის იურისდიქციის პირობებში მოხდება ეს ყველაფერი, თუ მთლიანი ანექსია ემუქრება საქართველოს? საქართველოში დევს პაკეტი რუსეთის მიერ შემოტანილი, რომელიც შესთავაზეს ხელისუფლებას, რომ საქართველოს ანექსია მოხდეს და ეს შეფუთული იყოს როგორც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების მცდელობა, სინამდვილეში, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის, პოსტსაბჭოური ქვეყნების გაერთიანების პირობებში”,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება