სოფლის განვითარების სააგენტო  26 მაისს ოზურგეთში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიების ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეებს ქალაქ, ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციას, მოეწყობა ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და ჩატარდება კულინარიული მასტერკლასი.

„ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყობა ბავშვებისათვის შემეცნებითი სივრცე, კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა; გაიმართება საბავშვო სპექტაკლი; გამოიფინება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა; მოეწყობა საგამოფენო სივრცე „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“. ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები.

17:10 სთ-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება.

ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება