ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ცვლილების შედეგად, საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის/საბჭოს ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო - „მმართველობითი საბჭო", რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ, საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებას და ის განისაზღვრება, როგორც „საპენსიო ფონდი".

„აღნიშნული სახელწოდება უფრო ზუსტად ასახავს თუ რას არეგულირებს კანონი და რას ემსახურება აღნიშნული კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა, ასევე აღნიშნული სახელწოდება შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება