პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - ევროკომისარს აბრალებთ ტერაქტის მუქარას, ამერიკას სუვერენიტეტის ხელყოფას, კიდევ რა უნდა თქვათ ან გააკეთოთ რომ ნამდვილ რუსად იგრძნოთ თავი? - დროზე მოეგეთ გონს!

მართლა ვერ ხვდებით რას აკეთებთ თუ თავს ისულელებთ? ვის აინტერესებს ამერიკაში ვიზით წახვალთ თუ ღირსებით მექსიკიდან შეიპარებით. აქ საუბარია, მართლა, ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხზე და თქვენ მიერ რუსებთან ერთად წამოწყებულ ე.წ. მტრის ჩანაცვლების სპეცოპერაციაზე რომლითაც დასავლეთს აცხადებთ მტრად და რუსეთს ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტორად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

პაატა მანჯგალაძე მმართველ პარტიას მოუწოდებს, არ გადააყოლონ „ივანიშვილსა და რუსების ახირებას“, ქვეყნის პერსპექტივა.

„რა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უნდა დაიცვათ ამერიკისა და ევროკავშირისგან, როცა რეალურ მტერზე, რომელიც თბილისიდან 30 კილომეტრში დგას, სიტყვას არ ძრავთ და უფრო მეტიც, მათთან ერთად მოქმედებთ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

ახლა წესით თქვენი ბელადი ივანიშვილი, თქვენი და ქვეყნის ბედი რომ აინტერესებდეს, ამ გეოპოლიტიკური მარცხის გამო გაერიდებოდა პოლიტიკას და ამით თქვენც და ქვეყანასაც აარიდებდა მის მიერ წამოწყებულ ავანტიურაზე პასუხისმგებლობას მაგრამ ის ამას არ გააკეთებს მანამ სანამ იქ არ დაგაბრუნებთ საიდანაც ამოგიყვანათ და ბოლომდე არ დაგაკარგვინებთ ყველაფერს რაც მან მოგცათ.

უბედურება გჭირთ, ევროკომისარს აბრალებთ ტერაქტის მუქარას, ამერიკას სუვერენიტეტის ხელყოფას, თქვენ რა გგონიათ, პუტინი სხვას რას ლაპარაკობს განსხვავებულად? კიდევ რა უნდა თქვათ ან გააკეთოთ რომ ნამდვილ რუსად იგრძნოთ თავი?

დროზე მოეგეთ გონს თუ ვინმეს შეგრჩათ ჭკუა და გონება. ნუ გადააყოლებთ ივანიშვილსა და რუსების ახირებას ქვეყნის პერსპექტივას და თუნდაც თქვენს მომავალს. დრო ჯერ კიდევ არის!”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება