ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის ანგარიშის შესახებ იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის ანგარიშის შესახებ იმსჯელა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, უწყების ძირითადი მიზანი შრომის ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფაა.

„ამ მიმართულებით ვახორციელებთ როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმებზე აღსრულებას, ასევე შრომის უფლებებზე ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს საქართველოს შრომის კოდექსს, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ხოლო გასული წლიდან უკვე შრომითი მიგრაციის შესახებ კანონს. ჩვენი ზედამხედველობა ხორციელდება ასევე იძულებით შრომასა და შრომით ექსპლუატაციაზე, სამედიცინო დაწესებულებებში მინიმალური საათობრივი ანაზღაურებაზე", - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გასულ წელს განხორციელდა 3765 პირველადი და განმეორებითი ინსპექტირება 1036 კომპანიაზე, გაიცა 14 173 მითითება და ზედამხედველობა განხორციელდა 81 000-ზე მეტ პირს. მისი თქმით, ფაქტობრივად, ყველა ეკონომიკური სექტორია შემოწმებული. 2022 წლებთან შედარებით 1, 5 -ჯერ არის გაზრდილი ინსპექტირებები.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის ანგარიში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის