გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, ENPARD IV-ის ფარგლებში, საგრანტო კონკურსს აცხადებს

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ENPARD IV-ის ფარგლებში, საგრანტო კონკურსს აცხადებს, საქართველოში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდასაჭერად.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსი სამ განსხვავებულ მხარდაჭერის პაკეტს მოიცავს.

„კონკურსი სამ განსხვავებულ მხარდაჭერის პაკეტს მოიცავს, რომელთაგან თითოეული მიმართულია სხვადასხვა სექტორსა და ბენეფიციარებზე:

მხარდაჭერის პაკეტი მტკნარი წყლის თევზსაჭერი და სანაშენე მეურნეობების სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად

მხარდაჭერის პაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის

მხარდაჭერის პაკეტი ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის შეწამვლის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით

თითოეული მხარდაჭერის პაკეტის ქვეშ, თანამონაწილეობითი გრანტი დააფინანსებს გრანტის მთლიანი ღირებულების 70%-ს და ითვალისწინებს ბენეფიციართა თანაინვესტირებას გრანტის მთლიანი ღირებულების მინიმუმ 30%-ის ოდენობით.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივნისი.

განაცხადის წარდგენის წესების, საჭირო დამატებითი დოკუმენტებისა და წახალისებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: WWW.FAOGRANTS.ge“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება