ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ "აშშ-ში "სელფებს" ვეღარ გადაიღებს" - ყაზბეგში გადავიღებ!

ყაზბეგში გადავიღებ ["სელფებს"], - ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის რეპლიკას, რომ “ამერიკაში "სელფებს" ვეღარ გადაიღებს”.

ღუდუშაურმა აშშ-ის მიერ “საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე” სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის შემოღების თაობაზე მედიასთან საუბარი არ ისურვა.

მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და რეპლიკებზე, რომ “ამერიკაში ვეღარ წავა და ის და მისი ოჯახის წევრები დასანქცირდებიან”, მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლა: “ძალიან კარგი, ძალიან კარგი”.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.

“სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს