გიგი წერეთელი - ხელისუფლება იმკის იმას, რაც დათესა, ოღონდ უდიდეს ზიანს მთელ ქვეყანას აყენებს

ხელისუფლება დღეს იმკის, რაც დათესა, ოღონდ უდიდეს ზიანს მთელ ქვეყანას აყენებს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელიც აშშ-ს მიერ „ქართული ოცნების“ დეპუტატების შესაძლო სანქცირებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან „ქართული ოცნება“ ვითომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სინამდვილეში რუსული სულისკვეთების კანონს, აყოლებს საქართველოს ინტერესს, სრულად ბლოკავს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ანგრევს ათწლეულობით ნაშენებ ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან.

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები უკიდურესად კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანს.

„ახლა გზავნილი გამოიგონეს, თითქოს მსხვერპლს იღებენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ - რა შუაშია ეს კანონი და დამოუკიდებლობა ერთმანეთთან?! პროპაგანდისტული და სრულიად გაუგებარი გზავნილია. და მერე ვის იმედზეა ამ სუვერენიტეტის შენარჩუნება, რუსეთის იმედზე, რომლის მთავარი მიზანიც სწორედ საქართველოსთვის თავისუფლების წართმევა და მისი სატელიტად ყოლაა?!

ხელისუფლება დღეს იმკის, რაც დათესა, ოღონდ უდიდეს ზიანს მთელ ქვეყანას აყენებს. ამიტომ, ჩვენი საზოგადოების პროტესტი ადეკვატურია, ის გაიზრდება, იქნება უფრო მძიმე სანქციებიც ხელისუფლების მავნებლობის საპირისპიროდ და არჩევნებზე აუცილებლად მოხდება მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლილება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება