„საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამაში სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ

ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, „საქართველოს ბანკი“ ინიციატივების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი რამდენიმე თვეა სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 15 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ახლახან, „საქართველოს ბანკის“ პარტნიორების რიცხვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა.

„სპორტის უნივერსიტეტს 90 წლიანი ისტორია აქვს

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორია ჯერ კიდევ 1935 წლიდან იწყება. სპორტის უნივერსიტეტი დღემდე საქართველოში სპორტული პროფილის ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. უკვე 90 წელია, რაც უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ამზადებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე, შემდეგი მიმართულებებით:

სპორტის სახეობის მწვრთნელი; ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია; სპორტის მენეჯმენტი; ფიტნესი და ჯანმრთელობის სპეციალისტი.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს დარგში მეცნიერებასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ განათლებას, რომელსაც უზრუნველყოფენ დარგის წამყვანი მეცნიერები, პრაქტიკოსი პროფესორ-მასწავლებლები და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტები ევროპის ქვეყნებიდან (ესპანეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია და სხვ). ამავდროულად, ყოველწლიურად მოქმედებს გაცვლითი პროგრამები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

როგორ არის შესაძლებელი სპორტის უნივერსიტეტში სტიპენდიის მიღება?

სპორტის უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მისაღებად, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სპორტის უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი, იყოს საქართველოს მოქალაქე და სწავლობდეს საბაკალავრო პროგრამაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიატების გამოვლენა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება. კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება და პარტნიორი უნივერსიტეტების სიაც იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო