ზურაბ აბაშიძე - კოლექტიური  „ნაციონალური მოძრაობა“  რასაც თვითონ იკადრებდა, იმას სთავაზობს ქართველ ხალხს - მე კი მინდა ვუთხრა მათ, არავინ ივაჭრებს ქვეყნის მშვიდობითა და დამოუკიდებლობით

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

ზურაბ აბაშიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაძლო სანქციების დაწესების გამო, დღეს ოპოზიციას “ბედნიერი” დღე გაუთენდა.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხელისუფლებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებენ.

„დღეს ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, სადაც მათი მოღალატეობრივი ბუნება ნათლად გამოჩნდა. ისინი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, გაემიჯნონ ხელისუფლებას, რის სანაცვლოდაც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შუამდგომლობას სთავაზობენ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც თვითონ იკადრებდა, იმას სთავაზობს ქართველ ხალხს. მე კი მინდა ვუთხრა მათ, არავინ ივაჭრებს ქვეყნის მშვიდობითა და დამოუკიდებლობით. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. საქართველო განიმტკიცებს თავის სუვერენიტეტს და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპის ნაწილი“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს