ოთარ გრიგოლია - ქართველ ხალხს აქვს უფლება, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილებები და მშვიდობასა და კეთილდღეობაში იცხოვროს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიას განცხადებით, ის ზომები, რომელთა მიღებასაც საქართველოს წინააღმდეგ აპირებენ, არის ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა მან არ განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება - აწარმოოს პოლიტიკა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს აქვს უფლება, გადაწყვეტილებები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს და მშვიდობასა და კეთილდღეობაში იცხოვროს.

„ქართველ ხალხს აქვს უფლება, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილებები და იცხოვროს მშვიდობასა და კეთილდღეობაში. გამომდინარე აქედან, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგულნი და სწორედ ევროპული ღირებულებები და ევროპული გეზი გვკარნახობს მეტი გამჭვირვალობის შემოტანას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოპოზიციის მიერ საკრებულოს სხდომების ბოიკოტირებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ხალხს არ აქვს უფლება რაიმე პროცესებზე ისაუბროს, რადგან მათ ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება