არჩილ გორდულაძე - დამოუკიდებელი ქვეყნის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შეიძლება სანქციებით დაემუქრონ კანონის მიღებისთვის - ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს

გუშინ ევროკავშირის წევრმა საფრანგეთმა მიიღო კანონი უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ, რომელიც ქართული კანონის გაცილებით უფრო მკაცრი ვერსიაა, ამავე კანონზე საუბრობს ნატოს წევრი ქვეყანა - თურქეთიც, მსგავსი კანონები მიღებულია სხვადასხვა ქვეყანაში და მხოლოდ საქართველოში აღმოჩნდა დემოკრატიისთვის შეუსაბამო, - ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა.

არჩილ გორდულაძის თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში სრულად გაშიშვლდა ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესები.

„ვენეციის კომისიისგან, რომელმაც სამართლებრივი შენიშვნები უნდა გასცეს, მოვისმინეთ, რომ თურმე ფინანსების გამჭვირვალობა შეუსაბამოა ევროსტანდარტებთან, მაშინ, ისევ ევროსასამართლოს ცალსახად აქვს განმარტებული: „არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მიზნებიდან და მათ ხელთ არსებული სახსრებიდან გამომდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აღმატებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს“. გუშინდელ გამოსვლაში ევროკომისარმა თავს უფლება მისცა დამოუკიდებელი და, მათივე განმარტებით, პარტნიორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დამუქრებოდა და ეს ვითომც არაფერი. გუშინვე ისევ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სახით ვიხილეთ, რომ მთელი სამი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია სრული ბლეფი, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და ქვეყნის გაშავების მცდელობაა. დღეს კი ვხედავთ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეიძლება სანქციებით დაემუქრონ კანონის მიღებისთვის? ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს და იმედი არც აღარასდროს ვიხილავთ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღესვე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ განცხადებაში აღნიშნა, რომ კვლავ გააგრძელებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

„როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია იყო სიმართლე და როგორც ის არის პოლიტპატიმარი, ისევეა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს გარე ჩარევებისგან თავის დასაცავად მიღებული ქართული კანონი - რუსული. ქართველებთან მუქარა არ ჭრის, პირიქით გვაძლიერებს და მოტივაციას გვმატებს კიდევ უფრო მეტი შემართებით ვაკეთოთ საქმე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხება და დავიცვათ ჩვენი მომავალი. უცხოეთში მოგზაურობის აკრძალვით შანტაჟი კი არა სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მუქარა არ გვახევინებს უკან! კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას და ღირსეული ნაბიჯებით ნამდვილი ევროპული ოჯახისკენ სიარულს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს